ოლეგ სენცოვს სახაროვის სახელობის პრემია მიანიჭეს

ევროპარლამენტის ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია “აზრის თავისუფლებისათვის” 2018 წელს უკრაინელ რეჟისორ ოლეგ სენცოვს გადაეცემა – 25 ოქტომბერს ევროკავშირის პარალმენტის წარმომადგენელმა სტრასბურგში ანტონიო ტალიანმა განაცხადა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა “ტვიტერში” საკუთარ მიკრობლოგში ევროპარლამენტს მადლობა გადაუხადა აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის და მას “დამაჯერებელი გზავნილი, რომელიც ამბობს, რომ მსოფლიოში დემოკრატია დასაცავია” უწოდა – “დოიჩე ველე” წერს.
კანდიდატების შორტ-ლისტში, ასევე, იყვნენ მაროკოელი უფლებადამცველი ნასაარ ზეფზარი და 11 არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია.

ოლეგ სენცოვს 2015 წელს რუსეთში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ყირიმში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდების გამო.

banner
წინა სტატიაშიხაშოგის საქმე: ევროპარლამენტი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია
შემდეგი სტატიახვალ, 26 ოქტომბერს, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ლონდონიდან პრესკონფერენციას გამართვს