გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინის ექსპერიმენტული ახალი რაკეტით დაბომბვას სახიფათო ესკალაცია უწოდა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო ესკალაცია აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ეს ომი. ამასთან, დღეს დილით პოლიტიკურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა აღნიშნა, რომ ბერლინი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ გერმანია არ გაუგზავნის უკრაინას „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს.
ოლაფ შოლცის თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის დაპირისპირება თავიდან უნდა იქნეს აცილებული.