ოლაფ შოლცმა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის Taurus-ისა და Storm Shadow-ის რაკეტების გაცვლის იდეა უარყო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის Taurus-ისა და Storm Shadow-ის რაკეტების გაცვლის იდეა უარყო.

„მე ჩემი აზრი ცალსახად დავაფიქსირე. ჩემი, როგორც კანცლერის, როგორც მთავრობის მეთაურის ამოცანაა, რომ ზუსტი ვიყო და რაიმე სახის ცრუ მოლოდინები არ შევქმნა. ჩემი პასუხები საკმაოდ ნათელია“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევისთვის იარაღის სისტემის გადაცემა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების ყოფნას მოითხოვს და შიშობს, რომ ეს გერმანიის ომში ჩათრევას გამოიწვევს.

banner
წინა სტატიაშიFT – ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინას ივლისში გადასაცეს
შემდეგი სტატიაოდიშარია – მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი, მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ