ოლაფ შოლცის მეზობლებმა მის სახლთან სანაგვე ყუთში, G7-ის სამიტის საიდუმლო დოკუმენტაცია იპოვეს

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და მისმა ცოლმა, განათლების მინისტრმა ბრიტა ერნსტმა საყოფაცხოვრებო ნაგავში გადაყარეს კონფიდენციალური დოკუმენტები, მათ შორის დიდი შვიდეულის სამიტის ფაილებიც.
შოლცის მეზობლებმა, პოტსდამში სანაგვე ურნაში იპოვეს გერმანიის სახელისუფლებო დოკუმენტები.
Spiegel-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კლასიფიკაციის მიხედვით, ეს ფაილები “გასაიდუმლოებული ინფორმაციაა – რომელიც მხოლოდ ოფიციალური პირები გამოიყენებენ”.
გერმანიის ფედერალური ადმინისტრაციის რეგულაციის მიხედვით, ამ ტიპის კლასიფიცირებული ინფორმაცია კონკრეტული გზით უნდა განადგურდეს ისე, რომ მისი შინაარსი არ იყოს არც ამოცნობადი.

banner
წინა სტატიაშიმალტაზე მშენებლობიდან ქართველი კაცი გადმოვარდა და დაიღუპა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ დღეში ოდესის დაბომბვა ძალადობრივი ქმედებაა, რომელიც დაგმობილი უნდა იყოს