ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, IRIS-T-ს გადასცემს

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, IRIS-T-ს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

გერმანიის ლიდერის თქმით, აღნიშნული სისტემებით უკრაინა შეძლებს, „რუსული საჰაერო თავდასხმებისგან მთავარი ქალაქი სრულად დაიცვას“.

ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიამ დადო პირობა, რომ უკრაინას სათვალთვალო რადარებს მიაწოდებს, რომელსაც შეუძლია მტრის „ჰაუბიცები“, ნაღმმტყორცნები და სარაკეტო არტილერია აღმოაჩინოს. ამასთან, შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით, უკრაინაში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემას გაგზავნის, რომლებიც რუსეთის ტერიტორიისთვის დამიზნებას ვერ შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი – ნონა მამულაშვილი ამბობს, პარლამენტიდან წასვლა მინდაო, ვეუბნები, წადი, აქ ჩემ გამო შემოვიდა?