გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. საგარეო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს წარმომადგენელი შარლ მიშელია. ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია, ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ომს. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდამჭერის იმედი ჰქონდეს“, – წერს შოლცი.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა. იგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება.