ოლაფ შოლცი – უკრაინას შეუძლია, გერმანული წარმოების იარაღი შეიძინოს

რუსეთის თავდასხმისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, უკრაინას შეუძლია, შეიძინოს გერმანული წარმოების იარაღი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საერთაშორისო პარტნიორების, ნატო-სა და ევროკავშირის მეთაურებთან ონლაინ საუბრის შემდეგ განაცხადა.

შოლცის თქმით, ამ მიზნით გერმანია უკრაინას დამატებით ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

კითხვაზე, მიაწოდებს თუ არა გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას, გერმანიის კანცლერმა უპასუხა: „გერმანული ლეოპარდის ტანკებს, მაგალითად, აზრი არ ექნება უკრაინაში, რადგან მათ არ შეუძლიათ მათი გამოყენება აღჭურვილობის გამოცდილების ნაკლებობის გამო. ამის ნაცვლად, უნდა გაგრძელდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იარაღის მიწოდება, რომლებსაც უკრაინის არმია იცნობს“.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსეთმა ეს ომი არ უნდა მოიგოს. შოლცმა დაგმო რუსეთის სამხედრო შეტევა, რომელიც დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინაში.

„ჩვენ უსაზღვრო მწუხარებას ვგრძნობთ მსხვერპლთა გამო და ასევე უნდა ითქვას, გვაქვს დიდი აღშფოთება რუსეთის პრეზიდენტის ამ უაზრო ომის მიმართ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 12 ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, 28 ჯავშანტექნიკა და 2 მანქანა
შემდეგი სტატიაზელენსკი: ამ ომით რუსეთის არმია ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ბარბაროსული არმია მსოფლიოში