ოლაფ შოლცი – გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად

გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარლამენტში (ბუნდესტაგში) დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა.

მემარცხენე პარტიის დეპუტატის გეზინე ლოტჩის კითხვაზე, როდის შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა იქნას მიღწეული, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის “მშვიდობის წინადადება” გააკრიტიკა.

“ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც უკრაინის კაპიტულაცია აქვს მიზნად, გერმანიის მხრიდან არასდროს არ უნდა დავუჭიროთ მხარი”, – განაცხად შოლცმა.

მან პუტინის წინადადებას უცნაური უწოდა, ვინაიდან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის იქნება მზად თუ “უკრაინა ასევე დათანხმდება შემდგომ ანექსიებს.”

გერმანიის კანცლერით თქმით, ეს იმას აჩვენებს, “რამდენად ცინიკურად აზროვნებენ იქ, და რომ რუსეთის ლიდერი არ აპირებს თავისი დაპყრობითი ომის შეწყვეტას”.

შოლცის თქმით, პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მხოლოდ იმისთვის ლაპარაკობს, რომ ომი გააგრძელოს.

დეპუტატის კითხვაზე, იძლევა თუ არა გერმანიის კანცლერი იმის “გარანტიას”, რომ გერმანია ომის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ გახდება, შოლცმა უპასუხა: “კი, ასეთ გარანტიას გაძლევთ. ეს არის ის, რასაც ვიცავ როგორც კანცლერი.”

banner
წინა სტატიაში„როიტერი“ – კამალა ჰარისი პრეზიდენტობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატია იმ შემთხვევაში, თუ ჯო ბაიდენი არჩევნებში თავის კანდიდატურას მოხსნის
შემდეგი სტატიაზელენსკი: თუ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი, მან დღესვე უნდა წარმოადგინოს თავისი გეგმა