ოლაფ შოლცი – „დიდი შვიდეული“ უკრაინისთვის „მარშალის გეგმას“ განიხილავს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მას სურს, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე უკრაინისთვის „მარშალის გეგმა“ განიხილონ.

შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის ერთიანი ფრონტი შეიქმნება, როდესაც ის მომავალ კვირას „დიდი შვიდეულის“ ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს.

კანცლერმა გერმანიის პარლამენტს განუცხადა რომ „უკრაინის აღდგენა თაობების ამოცანა იქნება“.

„უკრაინას დღეს სჭირდება „მარშალის გეგმა“ აღმშენებლობისთვის. მილიარდობით დოლარი იქნება საჭირო წლების განმავლობაში აღმშენებლობის დასაფინანსებლად და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ ევროპული ქვეყნები, სხვა ძირითადი დონორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთად იმუშავებენ,“- აღნიშნა შოლცმა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე – ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციას