ოლაფ შოლცი აფრიკას სტუმრობს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პირველი ოფიციალური ვიზიტით აფრიკის კონტინენტს უკრაინაში კრემლის შეჭრის ფონზე სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

სამდღიანი ტურნეს ფარგლებში, ის სენეგალს, ნიგერსა და სამხრეთ აფრიკას, ეწვევა.

მათივე ცნობით, ოფიციალური ბერლინი რუსულ გაზზე დიდი დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.

შოლცის მოგზაურობის პირველი გაჩერება სენეგალია, რომელსაც მილიარდობით კუბური მეტრი გაზის მარაგი აქვს.

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებით, სენეგალში სტუმრობა შესაძლოა გაზის საბადოს შესწავლას დაეხმაროს.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, შოლცს ასევე სურს განახლებადი ენერგიის განვითარებაზე შესაძლო თანამშრომლობა განიხილოს. სენეგალის პრეზიდენტთან შეხვედრისა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, კანცლერი მზის ელექტროსადგურს ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე – ზელენსკი
შემდეგი სტატიაზელენსკი რუსეთს 22 მილიონი ტონა სურსათის ექსპორტის ბლოკირებაში ადანაშაულებს