გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 2018 წლის შემდეგ პირველ სამთავრობათაშორისო კონსულტაციებზე პოლონეთში ჩავიდა. შოლცს ვარშავაში სამხედრო პატივით პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დახვდა.
„დღეს ევროპას სჭირდება ძლიერი ლიდერობა და საერთო პოზიცია უსაფრთხოების საკითხებზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვარშავაში“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელებში.
შოლცი პოლონეთში 12 ფედერალურ და სახელმწიფო მინისტრთან ერთად ჩავიდა. ბერლინის სამთავრობო წყაროებმა განაცხადეს, რომ კონსულტაციებმა უნდა უზრუნველყოს „ძლიერი იმპულსი“ კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელია, რომ მხარეები გერმანულ-პოლონურ ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერენ ხელს, რომელიც რამდენიმე პროექტს მოიცავს.