ოლანდმა თავის წიგნში ობამას “ისლამური სახელმწიფოს” გაძლიერებაში დასდო ბრალი

6-1საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თავის წიგნში “პრეზიდენტი ამას არ უნდა ამბობდეს”, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელწმიფოს” გაძლიერებაში ბრალი ამერიკელ ლიდერს ბარაკ ობამას დასდო.
მისი აზრით, იმ ფაქტმა, რომ 2013 წელს აშშ არ მონაწილეობდა სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმებში, “ხალიფატის” წარმოქმნა განაპირობა.
“არ ვიცი რა მოხდებოდა, ავიადარტყმები რომ განგვეხოციელებინა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა: ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და საბოლოოდ, ჩვენ “ისლამური სახელმწიფო” მივიღეთ.

ოლანდი ობამას, ასევე, ბრალს სდებს იმაში, რომ საფრანგეთში მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ “ისლამურმა სახელმწიფომ” აღზევება 2014 წელს დაიწყო სირიასა და ერაყში. მანამდე სამი წლის მანძილზე სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიუზბეკეთში ვერტმფრენის ჩამოვარდას 9 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიარუსეთმა მოსულის რაიონში საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის საშუალება გააგზავნა