ოლანდმა ლე პენისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლა გადაწყვიტა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ვალდებულია ხელი შეუშალოს მარინ ლე პენს უახლოეს მომავალში ხელისუფლებაში მოვიდეს – Reuters-ი წერს.
“ჩემი წმინდა მოვალეობაა – გარანტია, რომ საფრანგეთში ადამიანები, რომელთაც ასეთი პროგრამები აქვთ, ვერ გაიმარჯვებენ და რომ საფრანგეთს არ მოუწევს მძიმე პასუხისმგებლობის ტარება მათი წარმატების შემთხვევაში” – განაცხადა ოლანდმა პარტია “ეროვნული ფრონტის” ლიდერის შესაძლო გამარჯვების კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ამომრჩევეთა უმეტესობა მარინ ლე პენის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა: ვიღაც ღლაპი პრეზიდენტს აცენზურებს და ღიად ემუქრება, რომ გადააყენებს
შემდეგი სტატიამარინ ლე პენი: პუტინში ევროპის საფრთხეს ვერ ვხედავ