ოლანდი: საფრანგეთის ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობაშია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა უმუშავრობასთან საბრძოლველად 2 მილიარდი ევრო გამოყო და განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობაშია.
ორწლიანი გეგმის მიხედვით, კომპანიები რომელთა თანამშრომლები 250-ზე ნაკლებია, სუბსიდიებს მიიღებენ, თუკი ახალგაზრდა და უმუშევარ სამსახურის მაძიებელს დააწყებინებენ მუშაობას.

საფრანგეთში უმუშევრობამ 10,6%-ს მიაღწია. შედარებისთვის, გერმანიაში იგივე მაჩვენებელი 4,2%-ია. საშუალოდ, ევროკავშირში კი – 9,8%.
ოლანდის თქმით, გეგმა საბიუჯეტო შემცირებების ხარჯზე განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის პირველი კომენტარი(ვიდეო)
შემდეგი სტატიანათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ