ოკუპირებულმა ცხინვალმა ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა.

სააგენტო „კომინფოს“ ინფორმაციით, შეხვედრა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა გამართა.

მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არც სამხრეთ ოსეთის და არც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ და გადაუდებელ სამედიცინო და მაღალტექნოლოგიურ დახმარებას საჭიროებენ, ოკუპირებული საზღვრის გადაკვეთის და საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა შეეძლებათ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება შეიქმნას პირობები, რომ ახალგორის მოსახლეობამ, რომლებსაც არც სამხრეთ ოსეთის და არც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ, საპენსიო ფონდში დარეგისტრირებამდე პენსია მიიღონ.

banner
წინა სტატიაში“წლის საუკეთესო მონა” – ირაკლი კობახიძეს “სირცხვილის კორიდორი” მოუწყეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა