,, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პროცესი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო”

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პროცესი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა, წინა ხელისუფლება ამ პროცესს ვერც დაიწყებდა, რადგან ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები სრულიად ეწინააღმდეგებოდა “ნაციონალური ხელისუფლების” მიერ დეკლარირებულ ფსევდო-ლიბერტარიანულ მიდგომებს.
“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი არის აბსოლუტურად დადებითი, ამას დიდი ხანია ვამბობთ, რადგან პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთდა, რასაც საშინაო დავალება ერქვა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება. მანამდე დაიწყო ეს პროცესი უკრაინაში, მოლდოვაში, მაგრამ წინა ხელისუფლებას ეს პროცესი საქართველოში არც დაუწყია და ვერც დაიწყებდა ელემენტარულად, დღეს რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რადგან ის ვალდებულებები, რომელიც საქართველომ აიღო და შეასრულა, ძირითადად ისეთი ტიპის სოციალური ვალდებულებებია, რომლებიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა სააკაშვილისა და მისი გუნდის ფსევდო-ლიბერტარიანულ განცხადებებს. რასაც ევროკავშირი ითხოვდა ჩვენგან და რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმისა, რის დეკლარირებასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა”, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაში,,ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დასკვნა პოზიტიურია და ყველას გილოცავთ”
შემდეგი სტატია,, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს. ამას სჭირდება მომზადება”