ოკუპირებული ლუგანსკი კატასტროფის წინაშეა, რეგიონში დაღუპულების ცხედრები არ დაუკრძალავთ – სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში ჰუმანიტარული ვითარება კატასტროფულია იმის გამო, რომ დაღუპულთა ცხედრები დაკრძალული არ არის. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს.

„რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა უბრალოდ კატასტროფულია. დაღუპულთა ცხედრების დაკრძალვა არ მიმდინარეობს, არ აქვს მნიშვნელობა სამხედრო იქნება ეს თუ მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთიდან სევეროდონეცკში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჩავიდნენ. ხალხი საავადმყოფოში დამცავი კოსტიუმებით დადის, გავრცელებულია ინფექციები. თუ ადგილობრივი მაცხოვრებლები ჭაბურღილებიდან სვამენ წყალს, მათ სწრაფად უვითარდებათ დაავადებები და ეს სწორედ იმიტომ, რომ ცხედრების გახრწნა მიმდინარეობს“, – აცხადებს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშივინმეს უნდა თუ არ უნდა, სააკაშვილი პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება – მელია
შემდეგი სტატიავიღაცა ოპერატორს მოხვდა იმის გამო, რომ გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს – მეუფე სტეფანე 5 ივლისზე