ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან, რუსებმა ორი თურქული თევზსაჭერი ნავი დააკავეს

CNN Turk-ის ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან, რუსებმა ორი თურქული თევზსაჭერი ნავი დააკავეს. ბორტზე 12 მეთევზეა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების ორგანოებმა თევზი ჩამოართვეს და მეთევზეები 30 000 დოლარით დააჯარიმეს.

Rumelifener-ის მეთევზეობის კოოპერატივის პრეზიდენტის, ჯაშარ სერტის თქმით, არც ერთი ნავი არ იყო რეგისტრირებული და ლიცენზირებული და ორივე მათგანი მეკობრეებისაა, თუმცა, CNN Türk-ის ცნობით, ერთ-ერთი ნავი გემლიკის პორტშია რეგისტრირებული, მეორე კი სარიერში.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი – ვიდრე ერდოღანია თურქეთის მეთაური, ნამდვილად ვერ ვეტყვით “დიახს” იმ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, რომლებიც ტერორიზმს უჭერენ მხარს
შემდეგი სტატიამიკოლაევის მერის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქის საცხოვრებელი ზონა დაბომბეს