ოკუპირებული გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ოკუპირებული გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 1981 წელს დაბადებული რამინ ხაშიგი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხაშიგს „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის საავადმყოფოში დაჭრილი იყო შეყვანილი.

ე.წ. გენერალური პროკურატურა მომხდარ ფაქტზე წერს, რომ ხაშიგი საავადმყოფოს პალატაში მოკლეს მიხეილ ბარციცის ნათესავებმა. მიხეილ ბარციცი 2018 წლის 17 მარტს, 14:30 საათზე ოკუპირებული გაგრის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს.

ბარციცი ტუროპერატორი იყო. ე.წ. პროკურატურის მასალებიდან ირკვევა, რომ ხაშიგი, რომელსაც ბარციცის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, შურისძიების მიზნით სწორედ მისმა ნათესავებმა მოკლეს.

ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, რომელმაც 10 წლის გოგონა იმსხვერპლა, დაკავებულია
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს