ოკუპირებული ე.წ. აფხაზეთის დელეგაცია მოლდოვაში არ შეუშვეს

მოლდოვური და რუსული მედიის ინფორმაციით, მოლდოვის სასაზღვრო სამსახურმა კიშინიოვის აეროპორტში ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია არ შეუშვა.

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების დელეგაცია, რომელსაც გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის ე.წ. უფროსი რუსლან ლადარია ხელმძღვანელობდა, არაღიარებულ დნესტრისპირეთში საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.

ე.წ. დელეგაცია დნესტრისპირეთში ქალაქ დუბოსარის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე მიემართებოდა.

banner
წინა სტატიაშიბეჭდურ და ონლაინ მედიაში კვლავ შეიმჩნევა სიძულვილის ენა – გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატია“ავღანეთში ჩატარდა არჩევნები და გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ” – მიხეილ სააკაშვილი