ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations
29 ოქტომბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. ლენინგორის რაიონში დააკავეს საქართველოს  ორი მოქალაქე. დაკავება მოხდა ახმაძის დასახლებული პუნქტის სიახლოვეს. ამის შესახებ იუწყება  მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური. დაკავებულთა შორის არიან კასპის რაიონის სოფელ ოკამის  მაცხოვრებლები 43 წლის ჯონი თათარაშვილი და 20 წლის გიორგი შუკაკიძე.
როგორც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური აცხადებს, ამჟამად მიმდინარეობს საბუთების მომზადება სასამართლოში გადასაცემად. სექტემბრის თვეში სეპარატისულმა რეჟიმმა რუსეთის სამხედროების მეშვეობით დააკავა 42 ადამიანი ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო.
banner
წინა სტატიაშიუკრაინელი პოლიტიკოსი: თურქეთი აპირებს ყირიმის დაპყრობას
შემდეგი სტატიამალხაზ პატარაია:სააპელაციო სასამართლომ მიიღო ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება