ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადება პროვოკაციულია და დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს – სუს-ი „უშიშროების კომიტეტის“ განცხადებაზე

მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენს იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებენ.

„ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება. პერმანენტულ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – განუცხადეს პირველ არხს უწყებაში.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას