ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო.

“ეხო კავკაზას” ცნობით, სხდომა დახურულია. სხდომას “მოსამართლე” ფატიმა პარასტაევაა.

​სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრება. მას ადვოკატი ვლადიმერ ფიდა​როვი იცავს.

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ქართველი ექიმი, ტრავმატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია, ოკუპანტებს დატყვევებული ჰყავთ. ის რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

banner
წინა სტატიაში“მოსამართლეებთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული და პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღეთ”
შემდეგი სტატიაქიმიური ნივთიერების გამოყენების შედეგად სხდომათა დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი დგას, რის გამოც პარლამენტის სხდომა გადაიდო