25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ოთხი „კანდიდატი“ მიიღებს

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ოთხი „კანდიდატი“ მიიღებს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „კანდიდატების“ რეგისტრაციის პროცესი დაასრულა.

ე.წ. ცესკოს ცნობით, რეგისტრირებულია შემდეგი კანდიდატები: მარატ კამბოლოვი (ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ); ზურაბ კოკოევი (წარდგენილია ე.წ. პარტია „ერთიანობის“ მიერ); მურატ ვალიევი (ე.წ. პარტია „ალანიის პატრიოტები“) და კაზბეკ კოდოევი (წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ).

მანამდე, ე.წ. ცესკომ „კანდიდატობის“ მსურველი, ხოხ ჩოჩიევი (წარდგენილი ე.წ. პარტია „ირი ფარნის“ მიერ) არ დაარეგისტრირა და განაცხადა, რომ „წარდგენილი დოკუმენტები და შეგროვებული ხელმოწერების სია კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა“.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 18 სექტემბერს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიაბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტში შეფერხებების გამო გზების დეპარტამენტმა ორ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა
შემდეგი სტატია11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში ეჭვმიტანილი 67 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს