15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარატ კამბოლოვი ლიდერობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარატ კამბოლოვი ლიდერობს.

როგორც საინფორმაციო სააგენრო RES-ი იუწყება, ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების 40%-ის დათვლის შედეგად, „არჩევნებში“ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მარატ კამბოლოვი ლიდერობს.

კამბოლოვი ხმების 88.4%-ით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე მურატ ვალიევია (4.3%), მესამეზე – კაზბეკ კოდოევი (1.1%), ხოლო ბოლო ადგილს ზურაბ კოკოევი (1.0%) იკავებს.

ზურაბ კოკოევმა მარატ კამბოლოვს გამარჯვება უკვე მიულოცა.

ე.წ. ცესკოს განცხადებით, „არჩევნებზე“ აქტივობა 73.2% იყო.

მარატ კამბოლოვმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ „წინ ბევრი სამუშაოა“.

„მხოლოდ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი რესპუბლიკა, ჩვენი ცხინვალი. ჩვენ მისი გაძლიერება შეგვიძლია“, – აღნიშნა კამბოლოვმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ უკრაინას $2.68 მილიარდის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიჰყიდის
შემდეგი სტატიათბილისში ტექნიკის მაღაზიის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს