ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის წევრმა, ზაზა დრიაევმა გააჟღერა ინიციატივა “საქართველოში ეკონომიკური გზის გახსნის” შესახებ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის წევრმა, ზაზა დრიაევმა გააჟღერა ინიციატივა “საქართველოში ეკონომიკური გზის გახსნის” შესახებ. ინფრმაციას “ეხო-კავკაზა” ავრცელებს. განხილვა 27 ოქტომბერს გაიმართა.

ე.წ. პარლამენტის პრესსმასახურის ცნობით, აცამაზ კასაევმა შეხვედრაზე დასვა კითხვა რუსეთ-ქართული ბიზნეს საბჭოს მრგვალ მაგიდასთან დაკავშირებით, რომელიც , როგორც ის ამბობს, ცოტა ხნის წინ ვლადიკავკაზში გაიმართა. კასევი ამბობს, რომ შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა რუსეთსა და საქართველოს შორის ცხინვალის გავლით ტრანზიტის გახსნის შესახებ.

“ოფიციალურ ცხინვალს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ ჰქონია. და თუ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ასეთი საკითხები ჩვენი მონაწილეობის გარეშე განიხილება, მაშინ ასეთ განცხადებებზე რეაქცია ადეკვატური უნდა იყოს”, – თქვა ე.წ. დეპუტატმა.

ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, გზის გახსნის წინადადება “კერძო ინიციატივაა”.

აცამაზ კასაევმა ასევე წამოჭრა საკითხი, რომ ახალგორის რეგიონიდან “ხორცის ექსპორტი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მეზობელ სახელმწიფოში”, ხოლო ცხინვალში ხორცი რუსეთის ფედერაციიდან შედის.

“მე და ზაზა ნოდაროვიჩ დრიაევმა განვიხილეთ ეს საკითხი და მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა. არანაირი ზომები ამ დრომდე არ არის მიღებული”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი “რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება”
შემდეგი სტატიასაია 7-9 მარტის აქციებზე: პოლიცია ზოგჯერ აკავებდა მათ, ვინც უბრალოდ “ხელში მოჰყვებოდათ”