ოკუპირებული ცხინვალი ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ცხინვალი ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. ამის მიზეზი ეგრეთ წოდებული ახლად არჩეული პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაციაა, რომელიც ხვალ იგეგმება.

უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო ეგრეთ წოდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზღვარს დღეს ჩაკეტავს და შაბათს საღამოს გახსნის.

საოკუპაციო რეჟიმის ახალი ხელმძღვანელის ინაუგურაციას რუსული მედიის ინფორმაციით, დაესწრებიან სტუმრები რუსეთიდან, აფხაზეთიდან, დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკებიდან და მთიანი ყარაბაღიდან.

banner
წინა სტატიაშიპერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს დღეს დეპუტატები მოუსმენენ
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოში გენმდივნის ანგარიშმა – „კონფლიქტი საქართველოში“ უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო – საგარეო უწყება