ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას რუსეთი აპირებს

დე-ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთს ერთგულებას ეფიცებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას “ჩერნომორენერგოზე“ დაყრდნობით sputnik-abkhazia ავრცელებს. ენგურის წყალსაცავში წყლის მომატებამდე აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთის ფედერაცია მოამარაგებს.
„ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ მარტის თვეში ელექტროენერგიის სრული გათიშვა, ამასთანავე აფხაზეთი ელექტროენერგიით მთლიანი მოცულობით უზრუნველყოფილი იქნება წყლის მომატებამდე“- ნათქვამია ჩერნომორენერგოს განცხადებაში.

ენგურის წყალსაცავში წყლის დაკლების გამო, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მარაოსებრ გათიშვას ახორციელებდა. ეს პროცესი 2016 წლის 25 იანვრიდან დაიწყო და 15 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო. წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ მინიმუმზეა დასული, თუ წყლის დონე 420 მეტრს ჩამოსცილდა, ელექტროსადგურის ტურბინები საერთოდ გამოირთვება.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის საკურორტო-სააგარაკო მიწებს ადგილობრივი ხელისუფლება უკანონოდ იფორმებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდებას ადასტურებს