ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ გლოვის დღეს, 9 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თხოვნით, თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სათანადო ლიტურგია იმავე ეკლესიის მღვდელმა მამა ლევან ჯანაშიამ შეასრულა.

პანაშვიდს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, თეიმურაზ მჟავია, ეთერ ასტემიროვა, ასევე აპარატის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მიმდინარე წლის 5 იანვარს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახში გაჩენილ ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი შეეწირა. ხანძრის შედეგად დაღუპულები 9 იანვარს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

 

banner
წინა სტატიაშიგახარია საქართველოსთვის PACE-ს: არ დაადასტუროთ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ტრამპის გრენლანდიით დაინტერესების მიზეზი გამოწვეულია პუტინის არქტიკაში ინტერვენციით