ოკუპირებული აფხაზეთის შსს უკმაყოფილოა ადგილობრივი მედიით

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი ათონის მილიციის უფროსის მანქანის დაცხრილვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია: „გაურკვეველია იმ საინფორმაციო სააგენტოების მუშაობის პრინციპი, რომლებიც შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას“. სამინისტრო აფხაზურ საინფორმაციო სააგენტოებს ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს აფხაზურმა მედიამ ახალი ათონის პოლიციის უფროსის ნური სმირის მანქანის დაცხრილვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ინციდენტი გუშინ, 18.00 საათზე სოფელ ზედა ეშერის გზაზე მოხდა.
აფხაზური მედიის ცნობით, ეს მასზე პირველი თავდასხმა არ არის. 2015 წლის 15 ივლისს სმირს ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. 10 ნოემბერს კი მას ახალი ათონის რესტორანში დაესხნენ თავს.

banner
წინა სტატიაშიოტობაიას და ნაბაკევის გამშვები პუქტები დაიხურება
შემდეგი სტატიასირიაში რუსეთის საელჩო ისევ დაცხრილეს