ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონას მიაკუთვნა

დე-ფაქტო მთავრობამ, ე.წ. პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარებულ სხდომაზე სოხუმის აეროპორტს ოთხი ასო-გბერისგან შემდგარი კოდი „ურას“-ი მიანიჭა, რაც რუსეთის აერონავიგაციის საინფორმაციო კრებულში შემდგომ ჩართვას ისახავს მიზნად.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ კოდში „უ“ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის“ მიერ ყოფილი საბჭოთა კაშირის ქვეყნებისთვის განსაზღვრული ნიშანია, „რ“ – როსტოვის საჰაერო ზონა, „ა“ – აფხაზეთი, „ს“ – კი სოხუმი.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი სოხუმის აეროპორტის გახსნას და რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელებას გეგმავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენების შესრულება ვერ მოხდება, რადგან ეს საერთაშორისო სამართალს, „სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებას“ და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში უნდა შეიტანოს სარჩელი, რადგანაც მან დანაშაულებრივი გზით დაარღვია საქართველოს საჰაერო ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც “იკაოთია” აღიარებული, – ამის შესახებ “საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მინიჭების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

“ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყო მცდელობა, რომ სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდი მიენიჭებინათ. იგივე განმეორდა 2008 წელსაც, აგვისტოს ომის შემდგომ. მაშინ  საპარლამენტო სხდომებზე ვისაუბრე ამ პრობლემაზე. საკითხში საგარეო უწყება და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერია და კოდის მინიჭება ვერ მოახერხდა.

ხაზი მინდა გაუსვა ერთ ფაქტს – იმ პერიოდში სოხუმის აეროპორტს კოდი კრასნოდარის საჰაერო სივრცეში დარეგისტრირებით უნდა მიეღო. მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვეთრი მოქმედებებითა და მუქარით, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში მყოფი აეროპორტის სხვა ქვეყნის აეროპორტის საჰაერო სივრცედ დარეგისტრირების გამო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდა, პროცესი შეაჩერა.

დღეს ჩვენ ვღებულობთ იგივე სურათს, მაგრამ უკვე შემდგარს – სოხუმის აეროპორტს URAS-ის საერთაშორისო კოდი მიანიჭეს. მე მაინტერესეს როგორ იმოქმედა საქართველოს საგარეო უწყებამ ამის შემდეგ. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ხაჯინბა თვითონ დამოუკიდებლად აეროპორტს საერთაშორისო კოდს ვერ მიანიჭებდა. ცალსახაა, რომ რუსეთმა მიანიჭა მას როსტოვის ოლქის კოდი.

საგარეო უწყება აცხადებს, რომ  თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ სოხუმის აეროპორტი გახდეს საერთაშორისო – ეს განცხადება გაკეთდა და ასეც არის – საქართველოს თანხმობა აუცილებელია. ამავე დროს, საგარეო უწყებამ აქცენტი არ გააკეთა სხვა ძალიან მნიშვნელოვან მომენტზე, რომ რუსეთი ადგა და ყველანაირი კითხვისა და თანხმობის გარეშე სოხუმის საჰაერო სივრცე ფაქტობრივად მიიერთა და მას როსტოვის ოლქის კოდი მიანიჭა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში უნდა შეიტანოს სარჩელი, რადგანაც მან დანაშაულებრივი გზით დაარღვია საქართველოს საჰაერო ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც “იკაოთია” აღიარებული.

ამის გამო რუსეთს უნდა დაეკისროს სერიოზული სანქციები, რომელიც “იკაოს” დარღვევის გამო უკვე განსაზღვრულია – რუსეთს, საერთაშორისო მასშტაბით უნდა აეკრძალოს ფრენები. ანუ, საქართველოს შეუძლია რუსეთის ავიამიმოსვლები მთელი მსოფლიო მასშტაბით დაბლოკოს. ამას გააკეთებს “იკაო” , როგორც კი ამაზე დავა დაიწყება. თავის დროზე ამ შესაძლო სანქციის გამო ვერ განახორციელა რუსეთმა სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მინიჭება.

იმის ნაცვლად, რომ საქართველომ გამოიყენოს ბერკეტი რუსეთისთვის მსოფლიოს მასშტაბით ფრენების აკრძალვაზე, ქვეყნის საგარეო უწყება დუმს. ვსვამ შეკითხვას – რატომ? რატომ ქმნის იმის პირობას, რომ რუსეთის ფედერაციამ საკუთარი მიზნები საქართველოს საწინააღმდეგოდ განახორციელოს. ზუსტად იგივე სისტემაა საბანკო სექტორში, იგივე პრინციპია რკინგზის თემაში.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა – სოხუმის აეროპორტში რუსეთის თვითმფრინავიც კი ვერ ჯდებოდა, რადგანაც ეს “იკაოს” წესების დარვევაა. როსტოვის კოდის მინიჭებით ეს თვითმფრინავი დაჯდება. საქართველო თავის ბერკეტებს არ იყენებს და იბადება ძალიან ლოგიკური კითხვა: ხომ არ მოხდა რუსეთთან გარიგება?”, – აცხადებს  “საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია “თაიმერთან” საუბარში.

 

 

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძე ივანიშვილს და მთავრობას – გააკონტროლეთ მედია!
შემდეგი სტატიათბილისში მაღაზიების დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს