ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში 7 შეიარაღებულ პირს ეძებს, სოხუმისკენ ყველა გზა ჩაკეტილია

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გულრიფშის რაიონში 7 შეიარაღებულ პირს ეძებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კიუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ადგილობრივმა მონადირეებმა სოფელ აზანტასთან უცხოური იარაღით შეიარაღებული 7 ადამიანი დაინახეს. სოხუმისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილია.

„გულრიფშის რაიონის სოფელ აზანტასთან ადგილობრივმა მონადირეებმა დაინახეს შვიდი შეიარაღებული პირი ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნის გარეშე. ისინი უცხოური იარაღით იყვნენ შეიარაღებული, სავარაუდოდ M-4 შაშხანები ჰქონდათ, ეცვათ შავი ფორმები, ნიღბები, ჩაფხუტები, კარგად ეკიპირებულები იყვნენ. მათ ჰქონდათ დრონიც, რომელიც ტერიტორიაზე დაფრინავდა“

banner
წინა სტატიაში“მოვუწოდებთ EU-ს კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, ეს მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის გამოიყენონ” – სახდეპი
შემდეგი სტატიაოსტინი – აშშ-მა ბოლო კვირების განმავლობაში მეორედ განახორციელა დარტყმები იარაღის შესანახ ობიექტზე აღმოსავლეთ სირიაში