ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი: “რუსეთთან კავშირი აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარ გარანტიას წარმოადგენს”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსეთთან ალიანსი “აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარ გარანტად” დაასახელა.

მან აღნიშნული განცხადება ე.წ. პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას გააკეთა.

„რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ ვექტორად რჩება. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები უსაფრთხოების გარანტიისა და ეკონომიკური წინსვლის ფაქტორს წარმოადგენს“, – განაცხადა გუნბამ.

გუნბა ირწმუნება, „ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფარგლებშია შესაძლებელი“.

ასევე, გუნბამ აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მუშაობა „საგარეო პოლიტიკური ინტერესების განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად“ რჩება.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: “ზელენსკის ვიზიტისას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს”
შემდეგი სტატიამოსამართლემ პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა – ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა