ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან უკან გაიწვიეს ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი, რომელიც ითვალსიწინებდა ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში აპარტამენტების და აპარტჰოტელების მასობრივ მშენებლობას.
“ეხო კავკაზა” წერს, რომ გადაწყვეტილება აფხაზეთის .ე.წ პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ ოფიციალურად გამოაცხადა. დოკუმენტი აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა.
გამოცემის ცნობითვე, კანონპროექტი თავად ინიციატორებმა გაიწვიეს.