ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის მუქარა

ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. ჩინოვნიკები რეგიონში ქართული ენის სწავლების აკრძალვას გეგმავენ.

გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას განცხადებით, აფხაზეთიდან თბილისში სასწავლებლად წამოსული სტუდენტების შესაჩერებლად ქმედით ღონისძიებებს გაატარებენ – ასეთ სტუდენტებს აფხაზეთში ცხოვრების უფლების ჩამოართმევენ.

ამის შესახებ ნადარაიამ აფხაზურ მედიასთან ისაუბრა.

“160 მოზარდი წავიდა საქართველოში სასწავლებლად, ტყვარჩელისა და გალის რეგიონიდან, 30-მა კი აფხაზეთის საგანმანათლებლო დაწესებულებები აირჩია. რეგიონის მოსახლეობის ინტეგრაციის ყველა ჩვენი მცდელობა იბლოკება საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებებით” -აცხადებს ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი.

“იმ რაიონებში მცხოვრებთა უმრავლესობას, რომლებიც საქართველოში სწავლას ირჩევენ, აქვთ ბინადრობის უფლება. კანონის თანახმად, პირებს, რომლებსაც აქვთ ბინადრობის უფლება და აფხაზეთში ექვს თვეზე მეტს არ ცხოვრობენ, ეს უფლება ჩამოერთმევათ.

გვინდა ვუთხრათ უფროსკლასელებს, რომ მათ აქვთ უფლება აირჩიონ საქართველო სასწავლებლად, მაგრამ 6 თვის შემდეგ მათ ჩამოერთმევათ აფხაზეთში ცხოვრების უფლება და აქ ჩამოვლენ, როგორც უცხოეთის მოქალაქეები, ვიზით. ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა, რაზეც იძულებული ვართ წავიდეთ.
ჩვენ შევწყვეტთ ქართული ენის სწავლებას სკოლებში. ჩვენი კანონი და კონსტიტუცია არ ავალდებულებს ჩვენს ქვეყანას იზრუნოს ქართულ ენაზე,“ – აცხადებს ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი თემურ ნადარაია.

ის ინტერვიუში იმ აფხაზ პაციენტებზეც საუბრობს: “როცა საქმე უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჩვენ არ შეგვიძლია პირობების დაყენება. საქართველოში ცდებიან, მიიჩნევენ, რომ სამედიცინო დახმარება გახდება აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მიზეზი,” – განაცხადა თემურ ნადარაიამ.

banner
წინა სტატიაშისენაკში “ქართული ოცნების” ოფისს ბოქლომი დაადეს
შემდეგი სტატიააკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა