ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

19 ხმით ოთხის წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის „დეპუტატებმა“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. დოკუმენტი დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

კენჭისყრაზე თავი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეიკავა. დე ფაქტო პარლამენტი სულ 35 მანდატისგან შედგება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ივანიშვილს პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდება მოსთხოვა-ვინ შეცვლის გახარიას – ბაქრაძე, ჩხენკელი თუ ვიღაც სხვა?
შემდეგი სტატიადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის