ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს.როგორც ირკვევა, პაციენტს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. ის ენგურის ხიდიდან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გადმოიყვანა. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნება გამჭოლი ჭრილობა მარცხენა ქვედა კიდურის დონეზე, მას ამწუთებში სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
“მამაკაცს აქვს ჭრილობა მარცხენა კიდურის დონეზე, მას გამოკვლევები უტარდება. ჯერ ვერ გადაუწყვეტია ზუგდიდში დარჩება თუ ქუთაისში წავა, “-განაცხადა სულხან ორჟონიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძემ და მისმა რძალმა შს სამინისტროს შენობა დატოვეს
შემდეგი სტატიამოსამართლეები პარლამენტთან სკვერში ვანო ზარდიაშვილს ხვდებიან