„რუსეთის ფედერაციიდან საწვავის მიწოდება სახელშეკრულებო მოცულობების ფარგლებში კვლავ ხორციელდება. თუმცა, გარე ფაქტორებით გამოწვეული მიმდინარე გარემოებების გამო, საავტომობილო საწვავი არ არის საკმარისი აფხაზეთის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწვავის ალტერნატიული წყაროების განხილვის შესახებ. საწვავის ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოდან საწვავის მიწოდების გზის მოძებნა. როგორც ცნობილია, ომისშემდგომ წლებში, საწვავის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, საწვავის მიწოდება აფხაზეთიდან საქართველოშიც ხორციელდებოდა“, — ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის გავრცელებულ განცხადებაში.
პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავი ნამდვილად შევიდა. მისი განმარტებით, საწვავი სახელმწიფოს არ შეუტანია და ეს კერძო ბიზნესის ინიციატივით მოხდა.
კობახიძის თქმით, პროცესი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის სრული დაცვითა და ჩარჩოს ფარგლებში განხორციელდა.















