ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მარტივდება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დადგენილება, რომელზეც რამდენიმე უწყება დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

„მოქალაქეები, რომლებიც ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ, დარწმუნდებიან, რომ პროცესი ძალიან გამარტივებული და ხელმისაწვდომია. ამასთანავე, ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა ყველა მოქალაქემ თანაბრად ისარგებლოს იმ ძალიან დიდი მონაპოვრით, რაც ჩვენ გვაქვს – კონკრეტულად ეს ეხება ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ახალი პროცედურების შემუშავებაში ჩართულ ყველა ადამიანს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიკორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროც შეამოწმებს
შემდეგი სტატიარუსულ “გაზპრომთან” ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა – პრემიერი არ აკონკრეტებს მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები