,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ რეფერენდუმს და არჩევნებს, არანაირი სამართლებრივი ან თუნდაც მორალური ძალა არ გააჩნია’’

,,ნებისმიერი რეფერენდუმი და არჩევნები უკანონოა იმ პირობებეში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დევნილი, არ აქვთ ამ პროცესებში მონაწილეობის საშუალება და როდესაც ეს ყველაფერი მიმდინარეობს საოკუპაციო შეიარაღებული ძალების ტანკების ლულის ქვეშ. ამიტომ არანაირი ძალა არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი ამას არ აქვს. საფრთხე იმაშია, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს ძირძველი კუთხის ანექსიის გაგრძელების მცდელობა რუსეთის მხრიდან. ეს ყველაფერი ემსახურება ცხინვალის რეგიონის შემდგომ წაღებას რუსეთის მიერ და სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ ადექვატურად აქტიურ, დიპლომატიურ პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის, რაც გაკეთდა იყო მორიგი განცხადებები ამ ფაქტთან დაკავშირებით, არადა ეს ფაქტი არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ბევრად უფრო აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებს. ამ ყველაფერს დღეს ვერ ვხედავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი რჩება საქართველოს სტრატეგიულ მხარდამჭერად და პარტნიორად. აშშ-ს და კონგრესისი მხარდაჭერა და მსგავსი რეზოლუციები არის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო გარანტია ჩვენი უსაფრთხოების, მომავლის და ევროპული არჩევანის დაცვის, ამიტომ კონგრესის დოკუმენტი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთთან აუცილებელია დიალოგი, მაგრამ არა მუდმივი დათმობები და კიდევ ერთხელ გამოაჩინა ცხინვალის რეფერენდუმმა, რომ დათმობები რუსეთის პოლიტიკას ვერ ცვლის. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ანექსიას და გამოსავალი გახლავთ არა მუდმივ დათმობაში, არამედ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ძალიან პრინციპულ და მკაცრ დიალოგში,’’- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ ოსეთში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის სპეციალური განცხადება
შემდეგი სტატიასამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩევნების ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდა