ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ეუთო-ს რეზოლუციაში საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი 4 ცვლილება მიღებულია

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმსსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ეუთო-ს რეზოლუციაში საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი 4 ცვლილება მიღებულია. აქედან 3-ს მხარი რუსეთის დელეგაციამაც დაუჭირა. რეზოლუციის საბოლოო ვერსიის დამტკიცება მოგვიანებით მოხდება.

„შეტანილია ის შესწორებები, პირველი მაგალითად რომელიც შეტანილია გაეროში, გაეროს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტებში, რომელიც მიუთითებს რუსეთის ფედერაციას მხარი დაუჭიროს ეუთო-ს მიერ 2008 წელს მომზადებულ ხელშეკრულებას და უნდა გითხრათ, რომ რუსეთი რა თქმა უნდა ამას შეეწინააღმდეგა მაგრამ მთლიანად პლენარულმა სხდომამ მხარი დაუჭირა. შემდეგ, რეზოლუცია რომელსაც მხარი დაუჭირა რუსეთმა ეხებოდა ჰუმანიტარული დახმარების შეტანას აფხაზეთში,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა თედო ჯაფარიძემ.

რეზოლუციაზე განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმაც. მისი თქმით, ეს რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპაციას.

„ის რეზოლუცია რომელიც ახლა გადის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპაციას, არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს, მათ შორის იმ შეთანხმებას, რომელიც დაიდო 2008 წელს აგვისტოში და კიდევ ერთხელ არის მტკიცე, მკაცრი დაგმობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებების. ეს სამართლებრივი ბერკეტები და პოლიტიკური ზეწოლა, მოგვცემს ჯამურად იმას, რომ რაღაც პერიოდში რუსეთს მოუწევს ჩვენი ქვეყნიდან გასვლა,“ – აღნიშნა მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჭუბერში სასვანეთო კრება “ლალხორი” ჩატარდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი, თუკი „ხალხს უნდა“, შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს