ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა მკაფიოდ განსაზღვრულია, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით – პაპუაშვილი

რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა მკაფიოდ განსაზღვრულია, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.

„არ ვიცი, რა არის დაინიცირებული, მაგრამ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს და მათ სრული ნდობა აქვთ. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ამ პოლიტიკის შესაბამისად. მარგინალურ ოპოზიციონერებს რაიმე ჯანსაღი აზრი რომ ჰქონდეთ, ისინი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერასაც მიიღებდნენ. არ ვიცი, რა რეზოლუციაზე არის საუბარი, მაგრამ ამ რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არის მკაფიოდ განსაზღვრული, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით. ეს პოლიტიკა მკაფიოა და ამ გეგმას მივყვებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებას არასდროს მიუტოვებია თავისი მოქალაქე და მოქალაქეებს კაპიკი არ გადაუხდიათ, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ – ვოლსკი
შემდეგი სტატია„ჰეზბოლა“- თუ აშშ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში ჩაერევა, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციები ჩვენი სამიზნე გახდება – პალესტინა უკრაინა არ არის