ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, პირველ დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, მალხაზ ჯანელიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს, – ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი“, ასევე, პროცესში ჩართული იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯანელიძე მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს უკანონოდ პირველ დეკემბერს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშითიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი გახდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – თაკო ჩარკვიანი ვინც ძალით გააპოლიტიკოსა, იმას მიეცემა „ქართული ოცნებისა“ და ჩემი დიდი ცოდვა