ოკუპირებულ სოფელ პირველ ოტობაიაში ომონმა საქართველოს მოქალაქე დააკავა

ოკუპირებულ სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ძაძუას საცხოვრებელ სახლში დეფაქტო ხელისუფლების ომონი დღეს დილით შევიდა და ძაძუა დააკავეს. როგორც ცნობილია, დაკავებისას მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უცნობია კონკრეტულად რას ედავებიან დაკავებულს. ის სოხუმში, სავარაუდოდ დაკითხვაზეა გადაყვანილი.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, დაკავების დეტალები და მიზეზები გაარკვიოს. ოჯახს დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი – ხელისუფლება არა ანგარიშის წყაროებს, არამედ საქართველოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მიზეზებს უნდა ებრძოლოს
შემდეგი სტატია,,მიმართვა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთავრობის რეალურ მმართველს”-,,ომეგა ჯგუფის” თანამშრომლები