ოკუპირებულ სევასტოპოლში ლიკვიდირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო გემების შტაბის უფროსი ვალერი ტრანკოვსკი.
ცნობისთვის, ტრანკოვსკი უკრაინაში ომის დამნაშავედ არის გამოცხადებული შავი ზღვიდან უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე საკრუიზო რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებული ბრძანებების გაცემის გამო.