ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში. რუსული ბაზა ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ მოულოდნელ შემოწმებაში მონაწილეობს.

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში უმაღლესი დონის საბრძოლო მძადყოფნაში იმყოფებიან და მუდმივი დისლოკაციის პუნქტიდან მაღალმთიან პოლიგონ “ძარწემზე” გადაინაცვლეს”, – ნათვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, პოლიგონზე ათასამდე სახმედროა გაყვანილი. შემოწმებაში ასევე 200-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

რუსეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება 25 აგვისტოს გამოცხადა. შემოწმება, რომელიც 31 აგვისტომდე გაგრძელდება, სექტემბერში დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო წვრთნის “კავკაზ 2016”-ისთვის მზადების ფარგლებში ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე „ფეისბუქში“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია(video) ,,მალე დადგება დრო, როცა შეგჭამ და გაგანადგურებ!-კახა მიქაიასა და „ნაციონალ“ ზაზა ხასიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა