ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik ossetia ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ყველა პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია.

სულ ოკუპირებულ რეგიონში საკარანტინო სივრცეში – 244 ადამიანი იმყოფება, აქედან 188 ცხინვალში, ხოლო 56 რაიონულ კლინიკებშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, 13 კი – გარდაცვლილი
შემდეგი სტატიამელია სააკაშვილის დანიშვნაზე: ეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმატება არ არის