ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პენსიონერები პენსიის მიღებას დღეიდან შეძლებენ

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პენსიონერები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და კუთვნილი პენსიის მიღებას დღეიდან შეძლებენ, რისთვისაც მათ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვისაა ნებადართული. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, ენგურის ხიდზე ეგრეთ წოდებული გადასასვლელი გუშინ გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცათ
შემდეგი სტატიაეუთო-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაცია – შეშფოთებას გამოვთქვამთ ზაზა გახელაძის დაკავების გამო