15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ოკუპირებულ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ — ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება

რუსეთი და უკრაინა ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება 29 ოქტომბრიდან ამოქმედდება და მისი მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და ქალაქისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მისი განცხადებით, ზავი სულ მცირე რამდენიმე დღე გაგრძელდება, ამ პერიოდში კი სპეციალური ჰუმანიტარული დერეფნის მეშვეობით ქალაქიდან ყველა მსურველის გაყვანა იქნება შესაძლებელი.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული ოპერაციის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, შეასრულა. შეთანხმების მიღწევაში მისი მონაწილეობის შესახებ მანამდე თეთრმა სახლმაც განაცხადა.

უკრაინის მხრიდან შეთანხმება მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“, საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ დაადასტურა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ოლეშკისა და მიმდებარე ტერიტორიის ბლოკადის გარღვევის ოპერაცია დაიწყება, რომლის მიზანიც მუდმივად მოქმედი ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია და ქალაქისთვის დახმარების მიწოდება იქნება.

არახამიას განცხადებით, შეთანხმების მიღწევაში განსაკუთრებული როლი რომის პაპმა და მელანია ტრამპმა შეასრულეს.

ოლეშკიში დაახლოებით 2 000 ადამიანი ბლოკადაში რჩება უკრაინის ხელისუფლების ბოლო შეფასებით, ოლეშკიში დაახლოებით 2 000 ადამიანი იმყოფება სრულ ბლოკადაში. მათ შეზღუდული აქვთ საკვებზე, სამედიცინო დახმარებასა და ელექტროენერგიაზე წვდომა.

ჟურნალისტმა ელენა გნიტეცკაიამ გამოცემა The Insider-თან საუბრისას ქალაქში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება აღწერა.

 

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი მასშტაბური არეულობებისთვის ემზადება — ქუჩებში 70 000 სამართალდამცველი გავა
შემდეგი სტატიამამა ზენონი: პარტიების აკრძალვა დემოკრატიის დემონტაჟია და ეწინააღმდეგება ეკლესიის მისიას