ოკუპირებულ მარიუპოლში რუსებმა საშობაო ნაძვის ხე იმ თეატრის წინ დადგეს, რომელიც სამი წლის წინ რუსული ჭურვებით დაბომბეს და უდანაშაულო მოქალაქეები და ბავშვები დახოცეს.
ის ვინც ომს უკრაინაში დიდი ხანია თვალს ადევნებს, აუცილებლად ემახსოვრება კადრი თეატრის შენობის წინ ასფალტზე დიდი ასოებით დატოვებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შენობაში ბავშვები იმყოფებოდნენ, მაგრამ ეს რუსი აგრესორებისთვის ხელის შემშლელი არ აღმოჩენილა.
მაშინ რუსულ აგრესიას 600-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს კი იგივე ადგილას რუსების მიერ მორთული საშობაო ნაძვის ხეა განათებული.



















